პროექტი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების კვლევა დაფინანსებულია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ინსტიტუციონალური, ინფრასტრუქტურული, საკანონმდებლო, ადამიანური რესურსის და ტექნოლოგიური გარემოს შესწავლა-ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება.
პროექტს ახორციელებენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში მონაწილეობა იქნა მიღებული აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება: არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“ 11-12 ოქტომბერს, 2025.
ვრცლად
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაში 28-31 მაისს ქალაქ ლუვენში, ბელგია (2025 3rd International Conference on Chemical, Energy Science and Environmental Engineering, CESEE)
ვრცლად
2025 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში გამოქვეყნდა სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში TEM Journal – Technology, Education, Management, Informatics.
ვრცლადელ. ფოსტა : giorgimorchiladze17@gmail.com
გამოგვიგზავნეთ შეტყობინება