27/06/2025

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის  ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაში 28-31 მაისს ქალაქ ლუვენში, ბელგია (2025 3rd International Conference on Chemical, Energy Science and Environmental Engineering, CESEE) სადაც წარმოდგენილი იყო საკონფერენციო თემები: „ენერგეტიკული პოტენციალი და შესაძლებლობები საქართველოში: საქართველოს რეგიონალურ ენერგეტიკულ ჰაბად გარდაქმნის კონტექსტი“ და „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები“. მომხსენებლები:  შორენა დავითაია, ნინო ვარდიაშვილი და გიორგი მორჩილაძე. კონფერენციას უმასპინძლა წამყვანმა ორგანიზატორმა იან ბაეენსმა პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ლუვენის უნივერსიტეტის წამყვანმა მეცნიერმა, რომელმაც მზაობა გამოთქვა მომავალი თანამშრომლობისთვის საქართველოსთან „მწვანე“ წყალბადის საფუძველზე დაფუძნებული ენერგიის გენერაციის მიმართულებით. ასევე კონფერენციის ფარგლებში დაიბეჭდა სტატია საკონფერენციო მასალებში, რომელიც Scopus -ის ბაზაში არის განთავსებული.

კონფერენციის ლინკი: https://www.cesee.org/

იხ. სტატიის ლინკი: https://www.e3s-conferences.org/articles/e3sconf/abs/2025/35/e3sconf_cesee2025_01001/e3sconf_cesee2025_01001.html