22/06/2025

გრანტის ფარგლებში გამოქვეყნდა სტატია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში

2025 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში გამოქვეყნდა სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში TEM Journal – Technology, Education, Management, Informatics.

ეს კვლევა აფასებს ენერგეტიკული დანახარჯების დინამიკას და ენერგიის ხელმისაწვდომობას საქართველოში. სტატია ასახავს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების ძირითად შედეგებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების განვითარებისთვის.

 სტატიის სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://www.temjournal.com/content/141/TEMJournalFebruary2025_741_758.pdf.

ჟურნალის ვებგვერდი:
https://www.temjournal.com/apc/apc.html

სტატიის გამოქვეყნება დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.