31/01/2024

პროექტის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ინსტიტუციონალური, ინფრასტრუქტურული, საკანონმდებლო, ადამიანური რესურსის და ტექნოლოგიური გარემოს შესწავლა-ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება.

აღნიშნული პროექტით დაგეგმილი კვლევა წარმოადგეს მცდელობას, ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული უსაფრთხოების   საკითხების   განხილვის   მეთოდური   საფუძვლები,   რაც   გააადვილებს   ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული შესაძლებლობების და    საფრთხეების სისტემატურ განხილვას და შესაბამისი დამცავი ღონისძიებების შემუშავებას.

პროექტი დაფინანსებულია სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს.