14/12/2024

„საქართველოს ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების კვლევის“ პროექტის ფარგლებში 2024 წელს გაწეული საქმიანობის ყოვლისმომცველი ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად პროექტმა "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების კვლევა" მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა.

ქვემოთ წარმოდგენილია დეტალური ანგარიში 2024 წელს შესრულებული ამოცანების შესახებ, სადაც ხაზგასმულია ძირითადი აქტივობები, ეტაპები და მიგნებები.

შესრულებული ამოცანები:

პროექტმა წარმატებით განახორციელა მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა ენერგოუსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტების კვლევასა და შეფასებას.

1. საკანონმდებლო ჩარჩოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების ყოვლისმომცველი ანალიზი. ეს ამოცანა მოიცავდა ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტების, მარეგულირებელი ნორმებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების სიღრმისეულ შესწავლასა და ანალიზს. შესრულდა შემდეგი ქვეამოცანები:

  • შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტები, მარეგულირებელი ნორმები;
  • განხორციელდა ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სატარიფო პოლიტიკის გავლენის სიღრმისეული ანალიზი;
  • შესწავლილი და გაანალიზებული იქნა კიბერუსაფთხოებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული რისკები;
  • შესწავლილი იქნა ენერგეტიკის სფეროში არსებული კვლევები და კონცეფციები და კრიპტოვალუტის წარმოების მზარდი ტენდეციის გავლენა ენერგოუსაფრთხოებაზე. 
  • ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით განხორციელდა სხვადასხვა  შეფასებები (საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასება MOSES მეთოდიკით);

2. ენერგეტიკულ სექტორში საუკეთესო პრაქტიკისა და მიდგომების შესწავლა. ენერგეტიკისა და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების მიმართულებით შესწავლილი იქნა აპრობირებული მეთოდები და მიდგომები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები და საკანონმდებლო ნორმები.

3. მონაწილეობა იქნა მიღებული საერთაშორისო კონფერენციაში „International Conference on Soil, Water, Air, Energy, Ecology and Environment (ICSWAEEE-24)“, ნიადაგის, წყლის, ჰაერის, ენერგეტიკის, ეკოლოგიისა და გარემოს შესახებ, 2024 წლის 11-12 სექტემბერს ბერლინში, გერმანიაში, კვლევითი ნაშრომით „ენერგიის ხელმისაწვდომობა: სტრატეგიები ენერგეტიკის თანაბარი წვდომისათვის საქართველოში“.

4. მონაწილეობა იქნა მიღებული საერთაშორისო კონფერენციაში „International Conference on Industrial, Production & Systems Engineering(ICIPSE-2024)“, სამრეწველო, წარმოების და სისტემების ინჟინერიის შესახებ, 2024 წლის 23-24 ნოემბერს ამსტერდამში, ნიდერლანდებში, კვლევითი ნაშრომით „საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი: ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონტექსტი“.

5. გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია სახელწოდებით „ენერგიის ხელმისაწვდომობა: სტრატეგიები ენერგეტიკის თანაბარი წვდომისათვის საქართველოში“ ჟურნალში Journal of Electrical Systems (JES), რომელიც ინდექსირებულია SCOPUS-ისა და Thomson Reuters-ის მიერ. აღნიშნულმა ნაშრომმა ხაზი გაუსვა სტრატეგიებს ენერგეტიკის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ენერგეტიკულ ლანდშაფტში.

 

იხილეთ სტატია: https://journal.esrgroups.org/jes/article/view/6532.